დაცულ ტერიტორიებზე, 2018 წლის იანვარში, ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.

სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვეში ყველაზე მონახულებადი პარკებია:
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• პრომეთეს მღვიმე
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
• სათაფლია