,,დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნება და ეკოტურიზმი"

ეკოსაგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, 25 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა და ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე - ,,დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნება და ეკოტურიზმი"

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა ნატა სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებასა და ეკოტურისტულ სერვისებზე ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, მათ მსოფლიო მნიშვნელობისა და დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ლაშქრობისას და უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს.