დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ

გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ (CCCD) - ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს  ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: „შესაძლებლობების გაძლიერება ჰაბიტატებისა და ფიტოპათოლოგიის გაუმჯობესებული მონიტორინგისათვის“.

ტრენინგის მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ცოდნის დონის ამაღლება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული კუთხით.

ტრენინგის დროს განხილულ იქნა ზურმუხტის ქსელი, მისი მოქმედების პრინციპები, ქვეყნის ვალდებულებები და ანგარიშგება, ასევე განხილული იქნა ტყის ფიტოპათოლოგიური გამოკვლევები, მათ შორის წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების მავნებელი მწერები და სოკოვანი დაავადებები.