დაცული ტერიტორიების სააგენტოში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე არსებული ლანდშაფტის ბიომრავალფეროვნების აღდგენის ხელშეწყობა და კონსერვაცია, რის შედეგადაც მოხდება ადგილობრივი ეკოლოგიური პროცესების, ჰაბიტატებისა და სახეობათა აღდგენა.

მემორანდუმის ფარგლებში, ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ ჭაჭუნას აღკვეთილში განახორციელებს ჭალის ტყის აღდგენასთან დაკავშირებულ აქტივობებს.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ და ორგანიზაციის „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის“ დირექტორმა ნათია ჯავახიშვილმა მოაწერს.