დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორებმა პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში, სახელწოდებით ’’21-ე საუკუნის ტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე და ვიზიტორთა მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები“ მიიღეს მონაწილეობა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან თაბუნიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: ,,საქართველოს ეროვნული პარკები, ახალი  ბრენდი და ბრენდ პლატფორმა“.

კონფერენცია კრაკოვში  ა.შ.შ.-ის გენრეალური კონსულის ორგანიზებით გაიმართა და მის მთავარ მიზანს გამოცდილების გაზიარება და არსებული გამოწვევების მიმართ გაერთიანება წარმოადგენდა.

კონფერენციას ესწრებოდნენ პოლონეთის ეროვნული, გარემოსდაცვის სამინისტროს, უკრაინის ეროვნული პარკების, აშშ-ის "შენედოვას" და "სმოქი მაუნთინის" ეროვნული პარკების წარმომადგენლები.

ასევე გაიმართა სამუშაო შეხვედრა და დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები.