დაცული ტერიტორიების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება

დაცული ტერიტორიების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „სავანეთში“ გაიმართა.

სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანია დაცული ტერიტორიების თაობაზე პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება და შესაბამისი კანონმდებლობის გაუმჯობესება. პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ხედვას საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემისათვის და იმ ღონისძიებებს, რაც მთავრობამ უნდა შეასრულოს ამ ხედვის განხორციელებისათვის.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტს სამხრეთ კავკასიაში ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვის (IBiS) პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.