"დედამიწის საათი" დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებში

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლები შეუერთდნენ „დედამიწის საათის“ აქციას. ვიზიტორთა ცენტრებში 1 საათით გაითიშა ელექტროენერგია და სიმბოლურად სანთლებით აინთო 60+.

„დედამიწის საათი“, სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლურ ღონისძიებად, პირველად სიდნეიში ჩატარდა (2007 წელი), რამაც შემდგომში გააერთიანა მრავალი ადამიანი და საბოლოოდ იქცა მოწოდებად მოქმედებისკენ, რომელიც ჩვენს პლანეტაზე უარყოფითი ზემოქმედების მქონე პრობლემების მოგვარებას უზრუნველყოფს კლიმატისა და გარემოს დაცვის სფეროებში.

წლების განმავლობაში „დედამიწის საათი“ მსოფლიოს უდიდეს საზოგადოებრივ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა. გასულ წელს 187 ქვეყანა და მილიონობით ადამიანი შეიკრიბა, ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის გარშემო - ჩვენი და თქვენი ერთადერთი სახლის - დედამიწის დაცვისთვის.

2018 წელს „დედამიწის საათის” გლობალური თემა - კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების ცვლილების შესახებ ცნობადობის ამაღლება არის და მათი შესაძლო სავალალო შედეგების შეჩერებას ისახავს მიზნად.