ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება სარეკის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიკო კეცხოველის იუბილეს მიეძღვნა.

ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება
სარეკის საჯარო სკოლაში წლის შემაჯამებელი ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ნიკო კეცხოველის იუბილეს მიეძღვნა.

ღონისძიებას მიწვეულ სტუმრებთან ერთად, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე - ვალერიან მჭედლიძე, თავმჯდომარის მოადგილე - თომა დეკანოიძე და დაგეგმვისა და განვითარების სამსაურის უფროსი - ნატო სულთანიშვილი ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ეკოკლუბ ,,არტემიდას“ წევრებმა წლის განმავლობაში განხორციელებული ეკოპროექტების შედეგები წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს და მონაწილეობა მიიღეს ეკოაქტივობებში.

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს კოლხეთის ეროვნული პარკი, ნავნახევის მღვიმე, ასევე აჯამეთის აღკვეთილი, სადაც მონაწილეობა მიიღეს იმერული და ქართული მუხის ნერგების დარგვაში.