ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო 2018 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებდა ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობას.

საქმიანობის ფარგლებში, იმართებოდა ლექციები, ეწყობოდა მოსახლეობასთან შეხვედრები, ეკო-კვირეულები, დასუფთავების აქციები, ეწყობოდა ეკო-ტურები და ეკო-ბანაკები.

საქმიანობაში ჩართულნი იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

2018 წელს, ჩატარდა 700-ზე მეტი ლექცია-სემინარი და მოეწყო 2 000-ზე მეტი ეკო ტური. მთელი წლის განმავლობაში, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში 90 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.