ეკო-საგანმანათლებლო ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტური მოეწყო. მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე შეხვდა.

ტურის მონაწილეებმა ვიზიტორთა ცენტრი და საგამოფენო დარბაზი დაათვალიერეს, სადაც მიიღეს ინფორმაცია პარკის ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ. დაათვალიერეს ჰერბარიუმი და ფრინველთა ფოტოები.

ეკოტურის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა პალიასტომის ტბაზე პანტონით გაისეირნეს.