ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართლების მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა ნატა სულთანიშვილმა ისაუბრა დაცული ტერიტორიებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტრიტორიების შესახებ.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ.