ეკოსაგანმანათლებლო ლექცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ქართული როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის" არაქართულ ენოვანი სტუდენტების 4 სხვადასხვა ნაკადს ეკოსაგანმანათლებლო სემინარები ჩაუტარდათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელმა მარიამ თათარაშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებასა და ეკოტურისტულ სერვისებზე ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, მათ მსოფლიო მნიშვნელობისა და დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ლაშქრობისას და უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს.