ეკოსაგანმანათლებლო ლექცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოში სკოლა-გიმნაზია „აია-ჯესი“-ს მოსწავლეებს ეკოსაგანმანათლებლო ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ. მოსწავლეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების დაარსების შესახებ ისტორიებიც მოისმინეს.