ელექტრონული აუქციონი!

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თეთრა მღვიმის ბუნების ძეგლის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
 
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ქონებაზე, თეთრა მღვიმეში და მღვიმის მიმდებარედ მოაწყოს ვიზიტორთა მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე უზრუნველყოს მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის განათება სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან“ შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.
 
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:
 
https://bit.ly/2U6hsHU