ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ე.წ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ 37 793 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაცემულ ტერიტორიაზე მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, რომელიც მოიცავს:

- ღამის გასათევ კოტეჯებს
- საკონფერენციო სივრცეს
- კვების ობიექტებს
- გამაჯანსაღებელ კომპლექსს
- ვიზიტორთა ცენტრს
- საჯინიბოს
- ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონას
სხვა დამხმარე ნაგებობებს (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ლინკს - https://bit.ly/2Et10Id