ექსპერტების ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და აშშ-ს სატყეო სამსახურის (U.S. Forest Service) თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც სააგენტოს მხარდაჭერას გაუწევენ სალაშქრო ბილიკების დაგეგმვის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში ლანდშაფტის არქიტექტორები ეწვევიან საქართველოს დაცული ტერიტორიებს, კერძოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ლაგოდეხის აღკვეთილსა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკს, სადაც ადგილზე მოინახულებენ არსებულ და დაგეგმილ საფეხმავლო ბილიკებს. 

ექსპერტები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ბილიკების დაგეგმვისა და მშენებლობის თემაზე მასტერკლასებს ჩაუატარებენ.