კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მართვის გეგმის საშუალებით მოხდება ტერიტორიების ეფექტური მართვა. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება აღდგენითი ღონისძიებები. დაირგვება წითელ ნუსხაში შეტანილი ჰარტვისის მუხისა და ლაფანის ნერგები.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა, გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების შემდეგ პროექტის ავტორები დასამტკიცებლად გეგმის საბოლოო ვერსიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გადაუგზავნის.

გეგმები 2017 წელს კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის დაფინანსებითა და საკონსულტაციო ცენტრი ,,გეოგრაფიკის“ მიერ მომზადდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყეების მართვას.