"მაჭახელას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის" საჯარო განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში მაჭახელას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მართვის გეგმის საშუალებით მოხდება მაჭახელას ეროვნული პარკის ეფექტური მართვა. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდება აღდგენითი, მოვლის, დაცვისა და მდგრადი სარგებლობის ღონისძიებები. გეგმის თანახმად, დაირგვება წითელ ნუსხაში შეტანილი ჰარტვისის მუხის, ლაფანისა და ბზის ნერგები.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა, გამოითქვა შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების შემდეგ პროექტის ავტორები დასამტკიცებლად გეგმის საბოლოო ვერსიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო პოლიტიკისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტს გადაუგზავნის.

ტყის მართვის გეგმა მომზადდა მაჭახელას ეროვნული პარკისთვის, პროექტის ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოების და მართვის დახვეწა“-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა UNDP-ის საქართველოს წარმომადგენლობის დაფინანსებით და კონკურსის წესით შერჩეული კონტრაქტორის მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყეების მართვას.