მენეჯმენტის გეგმის განხილვა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკის, კაცობურის აღკვეთილის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების პროექტების საჯარო განხილვა გაიმართა.

მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“, „კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის“, სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მეცნიერები, მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში მონაწილე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.