ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 18 იანვარ 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“  განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com

,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა“ შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს აღკვეთილის ტყეების მართვას. 

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტი მომზადდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შ.პ.ს. ,,ტყეპროექტის“ მიერ საბიუჯეტო თანხებით.

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2017 წელის 15 დეკემბერს.