ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა

2018 წლის 24 ოქტომბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: პროექტის განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com.

ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის პროექტი შემუშავდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება № 110-ში (2014  წლის 12 მარტი) მოცემული პროცედურების სრული დაცვით, ა(ა)იპ კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მენეჯმენტის გეგმის მომზადების პროცესში მონაწილეობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო“, „ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია“, (ა)აიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა(ა)იპ კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა 2018 წლის 18 სექტემბერს.

მართვის გეგმა