საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ინტერესის სფეროს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე  რეგიონალური ინფრასტრუქტურისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. შესაბამისად, ამ ეტაპზე სააგენტო დაახლოებით 2500-მდე მსგავს პროექტს ახორციელებს მსოფლიოს 108 ქვეყანაში. საქართველოში საფრანგეთის განვითარების საგეენტოს მისიის წარმომადგენლობა 2016 წლიდან არის წამოდგენილი.