საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სტუდენტებს დაცული ტერიტორიების შესახებ ეკოსაგანმანათლებლო სემინარი ჩაუტარდათ.

სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა - ნატო სულთანიშვილმა დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, შექმნის მიზანზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებასა და ეკოტურისტულ სერვისებზე ისაუბრა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, მათ მსოფლიო მნიშვნელობისა და დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული და აკრძალული საქმიანობების შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ ლაშქრობისას და უსაფრთხოების რა ზომები უნდა მიიღონ, რათა ზიანი არ მიადგეს გარემოს.

დაცული ტერიტორიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მომავალშიც გაიმართება.