საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად, საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა.

სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს: ყორუღის აღკვეთილის დემარკაცია, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის დემარკაცია, აჯამეთის აღკვეთილში მოთხრილ-მოტეხილი ხე-ტყის დამზადება-გაცემა, თეთრა მღვიმის იჯარით გაცემა, ტერიტორიული ადმინისტრაციების რეორგანიზაცია და გეგმარებითი დაცული ტერიტორიები. შეხვედრაზე იმსჯელეს განსახილველ საკითხებზე. გამოითქვა წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

სხდომაში მონაწილეობდნენ გარემოსდაცვით თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები.