სამუშაო შეხვედრა - კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება. დაცული ტერიტორიების სააგენტო ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად მუშაობს, რომ საქართველოში UNESCO მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად პირველად მაჭახელას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები ასევე, კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები გამოცხადდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქ. ბათუმში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირება და ამ მიმართულებით არსებული პროგრესისა და სამომავლო გეგმების განხილვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობა, 2017 წლიდან ახორციელებენ. პროექტი გერმანიის გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს, WWF-ისა და მიხაელ ზუკოვის ფონდი თანადაფინანსებით მიმდინარეობს.