საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 88%-ით გაიზარდა

2018 წლის პირველი კვარტლის მოანცემებით, წინა წელთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 39% - ით გაიზარდა და 55 490 შეადგინა. ვიზიტორთა შორის 56% ქართველია, ხოლო 44% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 16%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 88%-ით.


საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა გერმანიიდან, ისრაელიდან, გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

2018 წლის 3 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

• თბილისის ეროვნულ პარკს
• პრომეთეს მღვიმეს
• ყაზბეგის ეროვნულ პარკს
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს
• სათაფლიას

ვიზიტორთა რაოდენობა გაორმაგდა მაჭახელას, კინტრიშისა და ჯავახეთის ეროვნულ პარკებში.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორთა რიცხვი მტირალასა და თბილისის ეროვნულ პარკებში, მარტვილის კანიონსა და სათაფლიაში.