შავი ზღვის დაცვის დღე

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ფოთის სხვადასხვა სკოლაში შავი ზღვის დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო, რომელიც დატვირთული იყო გარემოსდაცვითი აქტივობებით. 

კვირეულის ფარგლებში, სკოლებში გაიმართა გამოფენები, ვიქტორინები, პრეზენტაციები და დასუფთავების აქციები. კოლხეთის ეროვნულ პარკში მოეწყო კონფერენცია შავი ზღვის დაცვის თემატიკით. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ საფრთხეებზე , რომლის წინაშეც დღეს შავი ზღვა დგას. კონფერენციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს პროექტების „კოლხეთის ეროვნული პარკის ნორჩი ელჩების“ და „კოლხეთის მოხალისეს“ მონაწილეებმა, რომლებსაც ეკო პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სერტიფიკატები. კონფერეციის შემდეგ დასუფთავდა შავი ზღვის სანაპირო ზოლი.

აღნიშნული ეკო აქტივობები მიზნად ისახავს მოსწავლეების ეკო ცნობიერების ამაღლებას და მათ აქტიურ ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობებში.