შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი

შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი

საქართველოს IUCN მწვანე ნუსხისთვის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გეგმავს საქართველოს დაცული ტერიტორიების წარდგენას IUCN მწვანე ნუსხაში.


IUCN მწვანე ნუსხა წარმოადგენს IUCN-ის ინიციატივას, რომელიც 2014 წლის მსოფლიო პარკების კონგრესზე დამტკიცდა, დაცული ტერიტორიების ეფექტური მართვის აღიარების მიზნით. პროგრამის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაცულ ტერიტორიებს მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებსა და კრიტერიუმებს, შემდეგი მიმართულებით:
 კარგი მმართველობა
 ფორმირება და დაგეგმვა
 ეფექტური მენეჯმენტი
 წარმატებული კონსერვაცია.

საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN-ის მწვანე ნუსხაში ნომინირებისთვის,
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს შეფასების ჯგუფის ექსპერტთა
შესარჩევ კონკურსს ( EXPERT ASSESSMENT GROUP FOR THE GREEN LIST - EAGL).
აღნიშნული საქმიანობა დაფუძნებული იქნება მოხალისეობრივ ბაზისზე.

ორგანიზაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო
თანამდებობის დასახელება: ექსპერტთა ჯგუფის (EAGL) წევრი
ანაზღუარება: არაანაზღაურებადი
ადგილების რაოდენობა: 10
ადგილმდებარეობა: თბილისი
განცხადების მიღების ვადა: 17.10.2018

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი (დანართი 1):

დამატებითი ინფორმაცია