შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან

ბორჯომ-ხარაგულის ეროვნული პარკში დაიწყო პროექტი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი ბუნებასთან“.

პროექტის ფარგლებში, ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრმა შშმ პირებს ბორჯომის, ქარელის, ხაშურის და გორის ცენტრებიდან უმასპინძლა. მათთვის ვიზიტორთა ცენტრში მოწვეულმა მასწავლებელმა ჩაატარა სამუშაო შეხვედრა, რომელზე სხვადასხვა ნაკეთობების დამზადება შეასწავლა. 
დეკემბერში დაგეგმილია პროექტის მონაწილეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობაც ველზე, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ბუნებას და სხვა ეკო-ტურისტებთან ერთად ჩაერთონ ყველასთვის ხელმისაწვდომი ეკო-ტურიზმის განვითარებაში.

პროქტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროექტის - პროგრამა ,,დემოკრატიის ხელშეწყობის" ფარგლებში.