ტენდერი თოკების პარკის ატრაქციის მშენებლობაზე

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის" განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2010 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია, სოციალური და ეკონომიკური განვითარების გზით, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი თვით-მედეგობის გაძლიერება. ასევე, ადგილობრივი მთავრობისთვის ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და სისტემების განვითარებასა და დაგეგმვაში. RDFG მუშაობს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდების ჩართულობა, ინოვაციები და ადვოკატირება. ორგანიზაცია მუშაობს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფთან სერვისებისა და შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნის მიზნით, ასევე, არაპრივილეგირებული ჯგუფების ჩართულობისა და მათი საჭიროებების გამოვლენის უზრუნველსაყოფად.

ასოციაცია "სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის", სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ახორციელებს პროექტს - "სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" - ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ENPARD-ის პროექტის მიზანს წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ასოციაციის მიერ განვითარების პროექტების დაფინანსების გზით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ასოციაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გფა კონსალტინგ გრუპთან თანამშრომლობით აცხადებს ერთობლივ ტენდერს მანგლისში "თოკების პარკის" ატრაქციის მშენებლობაზე.

ტენდერის ტექნიკური დავალება და პირობები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. 

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს. მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია დალუქულ კონვერტში:

** კომპანიის სრული დასახელება;
** საკონტაქტო პირის სახელი და გვარი;
** მისამართი;
** ტელეფონი;
** საბანკო რეკვიზიტები;
** თანდართული ტექნიკური დავალების მიხედვით, მასალების, შესასრულებელი სამუშაოების და აღჭურვილობის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით, ასევე საერთო ჯამი ლარში დღგ-ს გარეშე და დღგ-ს ჩათვლით;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
** ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება).

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ 2019 წლის 27 მარტს 18:00 საათამდე. დაგვიანებული წინადადებები არ მიიღება, ხოლო არასრული წინადადებები არ განიხილება.

სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2019 წლის 28 მარტს, 15:00 საათზე. ტენდერში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ დაესწრონ სატენდერო წინადადებების გახსნის პროცედურას, გთხოვთ შეგვატყობინოთ წერილობით შემდეგ მისამართზე: smalashkhia@rdfg.ge

სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა განხორციელდეს დალუქულ კონვერტში, სამუშაო საათების განმავლობაში, შემდეგ მისამართზე: გ. ისაკაძის (ყოფილი ვაზისუბნის) ქ.#4, თბილისი, 0160, საქართველო. გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ კომპანიის დასახელება და "ტენდერი თოკების პარკის ატრაქციის მშენებლობაზე".

Association Rural Development for Future Georgia (RDFG)
http://www.rdfg.ge
http://www.facebook.com/WWW.RDFG.GE