ტექნიკური სამუშაოების გამო, ოკაცეს კანიონი დროებით დაიკეტა

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ ოკაცეს კანიონი ტექნიკური სამუშაოების გამო დაიკეტა და ვიზიტორები მის დათვალიერებას დროებით ვეღარ შეძლებენ.

დამატებით დეტალებს შეგატყობინებთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ გვერდისა და ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით.