ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს ტრენინგები ჩაუტარდათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები ახალ ტურისტულ სეზონს გაუმჯობესებული სერვისით ხვდება. ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.

ტრენინგების მონაწილეებს დღეს სპეციალური სერტიფიკატები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილმა და WWF კავკასიის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გიორგი სანადირაძემ გადასცეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ეკოტურისტული პროდუქტების და სერვისების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე.

ტრენინგები WWF კავკასიის ოფისისა და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს, TJS-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

პროექტი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა დაცული ტერიტორიების ოცივე ადმინისტრაციის ვიზიტორთა სპეციალისტებმა მიიღეს.