საინფორმაციო შეხვედრა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის - WWF კავკასიის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია მდ. რიონის მიმდებარედ დაცული ტერიტორიების შექმნა.გეგმარებითი რიონის აღკვეთილის შექმნის მიზანია ზუთხისებრთა დაცვა-აღდგენა. 

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა და პროექტის შესახებ ინფორმაციის სწორად გავრცელების ხელშეწყობა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა სამტრედიის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტების წარმოადგენლებთან.

სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, WWF-ის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შესაბამისი ორგანიზაციებისა და სამსახურების წარმომადგენლები.