ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 1965 წ. /

ჭაჭუნას აღკვეთილი  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აღკვეთილი ძირითადად არიდული და სემიარიდული ტიპის ფლორითა და ფაუნითაა წარმოდგენილი. ჭალის ტყეებისა და არიდულ-სემიარიდული სისტემებისათვის დამახასიათებელი ლანდშაფტებისა და მცენარეულობის ერთობლიობა  აღკვეთილის ფაუნის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს.

ვიზიტორისათვის საინტერესოა არიდული და სემიარიდული ეკოსისტემისათვის დამახასიათებელი უნიკალური ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების გაცნობა. აქვე მოწყობილია ე.წ. „სამზირები“ ფრინველებზე დასაკვირვებლად.  

ღამის გათევა შესაძლებელია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ სასტუმრო ნომრებში, სადაც ერთდროულად 12 ვიზიტორის მიღებაა შესაძლებელი.

 

მისამართი: ქ. დედოფლისწყარო, ბარათაშვილის ქ. N5

ფეისბუქის გვერდი: აჭუნას აღკვეთილი/Chachuna Managed Reserve 

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

დირექტორი: ნოდარ ტეტელოშვილი  ტელ: 577 101 811
ელ.ფოსტა: nteteloshvili@apa.gov.ge


სერვისები

როგორ მოვხვდეთ აღკვეთილში

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ MyGeorgia-ზე

გვიპოვეთ Google Maps-ზე