მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 2007 წ. / 

მტირალას ეროვნული პარკი  კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში, ხოლო ვიზიტორთა ცენტრი კი ადმინისტრაციული ცენტრიდან 15 კმ-ით დაშორებულ სოფ. ჩაქვისთავში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრის საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზში ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს მტირალას ეროვნული პარკის სპეციფიკას, მომსახურებებს, ტარიფებს, ტურებს და აირჩიოს მისთვის სასურველი ვარიანტი.

მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.

 

მისამართი: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #13

ფეისბუქის გვერდი: მტირალას ეროვნული პარკი/Mtirala National Park


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

თეონა გვიანიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, ელ- ფოსტა:  teogvianidze@gmail.com 
ტელ:  577 10 18 89

 

სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ MyGeorgia-ზე

გვიპოვეთ Google Maps-ზე