ყაზბეგის ეროვნული პრაკის ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 1976 წ.

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი, გვანცა გიგაური, ტელ: 591 96 33 35;
ელ-ფოსტა: Gvanci9191@gmail.com
ფეისბუქის გვერდი: ყაზბეგის ეროვნული პარკი/Kazbegi National Park
მისამართი: დაბა სტეფანწმინდა, ვაჯა-ფშაველას ქ. N 62 

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 9,030 ჰა-ს შეადგენს. ეროვნული პარკის მხოლოდ 35%-ია ტყით დაფარული, დანარჩენი კი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდამ თოვლით დაფარულ მწვერვალებსა და მიუდგომელ კლდეებს უჭირავს. ეროვნული პარკის კლდეები და მთები მრავალი იშვიათი და უნიკალური სახეობის ცხოველისა და ფრინველის თავშესაფარს წარმოადგენს. ყაზბეგის ეროვნული პარკი მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნული პარკი, მიუხედავად ტურისტული ინფრასტრუქტურის არარსებობისა, ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის. 

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ MyGeorgia-ზე

გვიპოვეთ Google Maps-ზე