საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

სამსახურის უფროსები

ნატო სულთანიშვილი

ნატო სულთანიშვილი

ელ.ფოსტა: nato.sultanishvili@apa.gov.ge

 

განათლება/კვალიფიკაცია

2010  წლიდან არის  ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

2007-2009 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი;

2001-2007 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ბიოლოგიის ფაკულტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტი;

1999-2001 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ბიოლოგიის ფაკულტეტზე, ბიოლოგის მაგისტრატურაზე;

1995-1999 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ში ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, მოიპოვა ბიოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

 

სამუშაო გამოცდილება 

2017 წლიდან  - დღემდე  - დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2014 -2017 წლებში იყო განათლების პროექტების სამსახურის უფროსი, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში;

2013 -2014 წლებში იყო გარემოსდაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში

2008 - 2013  წლებში იყო  განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი განათლებისა და ინტერპრეტაციის დარგში; სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში;

2008-2009 წლებში იყო მიწვეული ლექტორი  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ბიოლოგიის ინსტიტუტში.

სამინისტროს უწყებები