დასრულებული პროექტები
საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშეწყობა
პროექტები
პროექტი მიზნად ისახავდა ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების ქსელის შექმნას; ადგილობრივი მოსახლეობის, დაცული ტერიტორიის მომსახურე პერსონალისა და ტურიზმით დაინტერესებული მხარეების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის; საქართველოს მასშტაბით თითოეული საკონსერვაციო ტერიტორიის და სამიზნე ჯგუფებისათვის მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებას.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ეკოსისტემაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების ქსელი, გაძლიერდა ადგილობივი მოსახლეობის, დაცული ტერიტორიის მომსახურე პერსონალისა და ტურიზმით დაინტერესებული მხარეების უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები და სხვა.