საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

მიმდინარე პროექტები

„CoNatureGuard – თანამშრომლობა ხანძრების პრევენციისა და ბუნების დაცვისთვის შავი ზღვის აუზის დაცულ ტერიტორიებში
–

„CoNatureGuard – თანამშრომლობა ხანძრების პრევენციისა და ბუნების დაცვისთვის შავი ზღვის აუზის დაცულ ტერიტორიებში

პროექტები

2026 წლის 26 თებერვალს ოფიციალურად დაიწყო ახალი საერთაშორისო ინიციატივა, Interreg VI-B NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამის 2021-2027 წლების II ფაზის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთი პარტნიორია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო. ინიციატივა მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციის გაძლიერებასა და შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვანი ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას. 26 თვის განმავლობაში, 2028 წლის აპრილამდე, პარტნიორი ქვეყნები ერთად შეიმუშავებენ ხანძრების რისკის ანალიზს, დანერგავენ თანამედროვე სადამკვირვებლო ტექნოლოგიებს, მათ შორის თერმულ დრონებსა და სენსორული გაფრთხილების სისტემებს, შექმნიან სახელმწიფოთაშორის საკომუნიკაციო არხებს და ჩაატარებენ ერთობლივ სასწავლო წვრთნებს. პროექტი რეგიონის 75-ზე მეტ დაცულ ტერიტორიას მოიცავს.

სამინისტროს უწყებები