ღონისძიებები
თარიღი:
5 დეკემბერი - ნიადაგის მსოფლიო დღე
ნიადაგის მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წელს ოფიციალურად აღიარა, პირველად კი 2014 წელს აღინიშნა.
მისი მიზანია ნიადაგის მნიშვნელობის წარმოჩენა, რადგან ჯანსაღი ნიადაგი აუცილებელია სურსათის წარმოებისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკოსისტემების მდგრადობისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიადაგის ეროზიისა და დეგრადაციის პრევენციას.