საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში. ძველ პორტალზე გადასასვლელად დააჭირეთ შემდეგ მისამართს:  oldapa.gov.ge

სიახლეები

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.
დაცულ ტერიტორიებზე სახეობების აღდგენისა და მათი პოპულაციების გაძლიერების მიზნით, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რამდენიმე ლოკაციაზე 500 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ღონისძიება სახეობის ბუნებრივ არეალში აღდგენასა და გამრავლებას უწყობს ხელს.
სახეობების დაცვა, აღდგენა და მათი პოპულაციების გაძლიერება დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით, ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომლებიც საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას ემსახურება. კოლხური ხოხობი საქართველოს ველური ბუნების ერთ-ერთი უძველესი ბინადარია. მისი ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანია სახეობის შენარჩუნებისა და პოპულაციის გაძლიერებისთვის.
ფრინველები ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ გადასცა. ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია აფინანსებენ უნიკალური ფრინველების გამრავლებასა და ველურ ბუნებაში დაბრუნებას.
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინიციატივითა და დაფინანსებით, საქართველოს ველურ ბუნებაში უკვე რამდენიმე ათასი ხოხობი, კაკაბი და გნოლი დაბრუნდა.

სამინისტროს უწყებები