სიახლეები

23 date.sep 2020

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა შეშის ალტერნატიული საშუალება მოიმარაგა

მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა 21-მა ოჯახმა მთელი ზამთრის სამყოფი, 42 ტონა, შეშის ალტერნატიული საწვავი საშუალება უკვე მოიმარაგა.

21 date.sep 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 14700 კვ. მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით 45 წლის ვადით გაცემის მიზნით.

21 date.sep 2020

პირველად აჯამეთის აღკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

 ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა, რომლის შემოვლა როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით იქნება შესაძლებელი.

17 date.sep 2020

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო

Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.

15 date.sep 2020

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.

ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის მურა დათვის, კეთილშობილი ირმის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.

14 date.sep 2020

სათაფლიას დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ სათაფლიაში ახალი ეკო-საგანმანათლებლო ბილიკი მოეწყო. ოთხ კილომეტრიანი ბილიკი მარტივი საფეხმავლოა, მარკირებულია და მის გასწვრივ დამონტაჟებულია საინფორმაციო დაფები. ლაშქრობისას შესაძლებელია მდინარე რიონისა და ხვამლის მთის ულამაზესი პეიზაჟებით ტკბობა, სპეციალურად მოწყობილი პანორამული გადასახედიდან.

09 date.sep 2020

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის განხილვა გაიმართება ონლაინ რეჟიმში.

01 date.sep 2020

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო კიდევ ერთი მსოფლიო აღიარების მოპოვებაზე მუშაობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცული ტერიტორიების IUCN მწვანე ნუსხაში კანდიდატი საიტის წარდგენის თაობაზე...

13 date.aug 2020

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა

2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

05 date.aug 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.

შესყიდვის ობიექტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე  არსებული ბუნგალოების და სარეინჯეროების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

05 date.aug 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.

შესყიდვის ობიექტია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

05 date.aug 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.

შესყიდვის ობიექტია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ერთეული სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

05 date.aug 2020

დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.  შესყიდვის ობიექტია ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, არაგვის და თრუსოს ხეობაში სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.

04 date.aug 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებში, ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული, დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.

04 date.aug 2020

ელექტრონული აუქციონი

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს  ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე წყალმცურავი საშუალებებით ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, ახალქალაქის რაიონში, ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან  მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.