2024 წელს დაცულ ტერიტორიებზე ბილიკების სიგრძე 223 კმ-ით გაიზარდა და 2 271 კმ შეადგინა. დღეისთვის საქართველოს 100 დაცულ ტერიტორიაზე ჯამში კეთილმოწყობილია 111 სხვადასხვა სირთულის ბილიკი.

2024 წელს დაცულ ტერიტორიებზე ბილიკების სიგრძე 223 კმ-ით გაიზარდა და 2 271 კმ შეადგინა. დღეისთვის საქართველოს 100 დაცულ ტერიტორიაზე ჯამში კეთილმოწყობილია 111 სხვადასხვა სირთულის ბილიკი.
ახალი ბილიკები მოეწყო ოთხ დაცულ ტერიტორიაზე:
- ერუშეთის ეროვნულ პარკში – 7 ბილიკი (115 კმ)
- ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე – 1 ბილიკი (54 კმ)
- კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე – 4 ბილიკი (27 კმ)
- მტირალას ეროვნულ პარკში – 1 ბილიკი (27 კმ)
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს მცირე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ბილიკები აღჭურვილია თანამედროვე თანმდევი ინფრასტრუქტურით: ტურისტული თავშესაფრებით, მანიშნებლებით, საპიკნიკე და საკემპინგე ზონებით, ცეცხლის დასანთებად სპეციალურად მოწყობილი ადგილებით
აღნიშნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უსაფრთხოებას, კომფორტსა და მიმზიდველობას, რაც ვიზიტორთა ინტერესისა და რაოდენობის ზრდაზეც აისახება.