აღმასრულებელი საბჭოს მეექვსე შეხვედრა

ამა წლის 2 აპრილს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში პროექტის “საქართველოში მდგრადი საძოვრების მართვა კლიმატის ცვლილების მიტიგაციისა და ადაპტირების სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირებით ადგილობრივი თემებისთვის“, აღმასრულებელი საბჭოს მეექვსე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას საბჭომ განიხილა პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და 2015 წლის სამოქმედო გეგმა. აღნიშნულ შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თამარ კვანტალიანი ესწრებოდნენ.

პროექტის მთავარი მიზანია საძოვრების რეაბილიტაცია და ძოვების მდგრადი პრაქტიკის შემოღება საქართველოში. პროექტი ამ მიზანს მიაღწევს დეგრადირებული საძოვრების რეაბილიტაციის სხვადასხვა საქმიანობების განხორციელებით, მეცხოველეებისა და ვაშლოვანის საძოვრების სხვა მომხმარებლების საძოვრების მდგრადი გამოყენებისკენ წახალისებით, ინფორმირებულობის დონის გაზრდის ღონისძიებების გატარებისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის პრაქტიკის შემოღების გზით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა(EU) და გაერთიანებული ერების განვითარებისპროგრამის (UNDP) დაფინანსებით.