აგრარულ უნივერსიტეტში დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა აგრარულ უნივერსტეტში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს დაცული ტერიტორიების კუთხე გაიხსნა. დღეიდან, სტუდნეტებსა და უნივერსტეტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე მიიღონ.

სტენდზე ასევე განთავსებულია დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციის ამსახველი ფოტოები. ღონისძიება აგრარული უნივერსტეტის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლები, უნივერსტეტის ხელმძღვანელობა, პროფესორები, სტუდენტები და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.