ალგეთის ეროვნული პარკი 50 წლისაა
ალგეთის ეროვნული პარკის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ეროვნული პარკის ეზოში იუბილესადმი მიღძვნილი გამოფენა მოეწყო, სადაც ალგეთის ვიზიტორთა ცენტრის რენდერებთან ერთად, კონკურსში „სახლი ბუნებაში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები იყო გამოფენილი.მოსწავლეებმა ხეებზე მათივე დამზადებული ჩიტების საბუდრებიც დაამონტაჟეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლაშა მოისწრაფიშვილმა სტუმრებს ალგეთის ეროვნული პარკის დაარსებისა და მნიშვნელობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა.
მოწვეულ სტუმრებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ალგეთის ეროვნული პარკის მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა, მისი განცხადებით, ალგეთის ეროვნულ პარკში მნიშვნელოვანი მიღწევებია ბრაკონიერებთან ბრძოლის კუთხით.
ეკატერინე გრიგალავამ ეროვნული პარკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პარკის თანამშრომლებს მადლობის სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ კონკურსში „სახლი ბუნებაში“ გამარჯვებულები.
ალგეთის ეროვნული პარკი თბილისთან ახლოს მდებარეობს, მოსახერხებელი ადგილია რეკრეაციისა და გართობისათვის. პარკს კარგი პოტენციალი აქვს საცხენოსნო, ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.