ბაწარა-ბაბანეურისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდათ

ბაწარა-ბაბანეურისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების რეინჯერებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდათ.
სასწავლო მოდულების მიზანია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით რეინჯერების ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება.
სასწავლო კურსი შემუშავდა 2024 წელს გამოვლენილი რისკების შესაბამისად და მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. შრომის უსაფრთხოების სასწავლო მოდულების შემუშავებაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს შრომის უსაფრთხოებისა და ტერიტორიულ ადმინისტრაციებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლები. პროექტი განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით.
აღნიშნულ თემატიკაზე ტრენინგების ციკლი დეკემბრის თვეში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცავს ყველა ტერიტორიულ ადმინისტრაციას.