ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა

დედოფლისწყაროს რაიონში, ცხვრის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა გაიხსნა, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი დაესწრო. წყლით მომარაგების სისტემა სამუხის ველზე მოეწყო. 

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ხორციელდება, რომლის მიზანია საძოვრების მდგრადი მართვის დანერგვა და თუში მეცხვარეების საარსებო გარემოს გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო ცხვრის დასაწყურებელი სისტემაც. 

ღონისძიებას საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი ნათია ნაცვლიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი მეცხვარეები ესწრებოდნენ.

პროექტი -„საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვა ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ ფარგლებში განხორციელდა.