დაცული ტერიტორიების სააგენტო მის მფლობელობაში არსებული ობიექტების იჯარით გაცემას გეგმავს

სასტუმროები სათაფლიაში, ფოთში, ქობულეთში, მტირალას ეროვნულ პარკში, კაფეები სათაფლიასა და სოფელ გორდში, ასევე სუვენირების მაღაზია, ეს იმ ობიექტთა ჩამონათვალია, რომელთაც სააგენტო უახლოეს მომავალში მართვის უფლებით დაინტერესებულ მეწარმეებს გადასცემს.

დაინტერესებული მხარეებთან შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროში მომუშავე მეწარმეები დაესწრნენ.

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სიგუამ , პრეზენტაცია გამართა და გასაცემი ობიექტების შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია გააცნო. უახლოეს მომავალში მსგავსი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები იმერეთის დაცული ტერიტორიების,კოლხეთის ეროვნული პარკის და მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციებშიც გაიმართება. შემდგომ კი გასაცემი ობიექტები აუდიტორულად შეფასება და აუქციონი გამოცხადდება.