დაცული ტერიტორიების სააგენტო უკრაინაში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა UITT-ში მონაწილეობს

უკრაინაში, ქალაქ კიევში 25 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით საერთაშორისო ტურისტული გამოფენა UITT იმართება, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტო იღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, რასაც მოწმობს შესაბამისი სტატისტიკა, 2014 წლის მონაცემებით 19965 ვიზიტორი ესტუმრა საქართველოს დაცულ ტერიტორიებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელი ვიზიტორები უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიზიტორთა პირველ ხუთეულში შედიან.
განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს უკრაინელ ვიზიტორებს შორის სალაშქრო და სათავგადასავლო ტურები ველურ ბუნებაში.
სააგენტო მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას საქართველოს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციის მიზნით.